RSS

Author Archives: ekkaaa

About ekkaaa

.
Image

Back in Business

აჰააა, ესეიგი საუკუნეა აღარაფერი დამიწერია. უკვე მესამე წელია ლონდონში გადმოვედი საცხოვრებლად/სასწავლებლად. ვარ უნივერსიტეტში და ვსწავლობ Film and Television Studies. ბევრი წასაკითხია და თემებია დასაწერი. მე უფრო პრაქტიკა მინდოდა, მაგრამ 3 წელიწადში სულ რაღაც 4 ფილმის გადაღებას ვასწრებთ.

შევიცვალე 3 საცხოვრებელი ადგილი. პირველ წელს საერთო საცხოვრებელში ვიყავი. საინტერესო იყო, მარა არ გადავრეულვარ. აშკარად ადამიანზეა დამოკიდებული. საერთო სამზარეულო, ვანა-ტუალეთი გვქონნდა….ხმაურიანი მეზობლები, ღამის 4 საათზე კარებებზე რო აკაკუნებდნენ ეგეთები :))) მქონდა პატარა ოთახი, რომელშიც მარტო მე ვეტეოდი და ნუ ჩემი ჯგუფელი, როცა რჩებოდა ჩემთან. მაინც კარგი იყო, არაფერს ვუჩივი დღევანდელი გადმოსახედიდან. მყავდა კურდღელი მეზობლები.

მეორე წელს ოთახი ვიქირავე ბინაში, მეგობრებთან ერთად. ისიც პარატარა ოთახი იყო მაგრამ მე ვეტეოდი, და კიდე ის ჩემი ჯგუფელი რომელიც რჩებოდა ხოლმე. ზოგადად ბინა საშინელება იყო. ამას კიდე დამატებული ის ფაქტი რო მარტო მე ვიყავი გოგო. ჭურჭელი სულ დასარეცხი იყო და სახლი მისალაგებელი :))) უბრალოდ ძალიან დავმეგობრდით ყველანი და აღარ მაღელვებდა ჭურჭლის რეცხვა, ბოლოსკენ ყველა მივაჩმორე, და თვითონ რეცხავდნენ თავის დასარეცხს :)) ოთახი იყო თეთრი და არ მსიამოვნებდა, ასე რომ landlords ვკითხე შემეძლო თუ არა ოთახის რომელიმე ნაწილის შეღებვა, და თუ შეგიძლია კარგად შეღებო go ahead-ო ჰოდა წითლად შევღებე რაღაც ნაწილი… მესიამოვნა! მყავდა გეი მეზობელი.

IMG_6655

მესამე წელს კიდევ შევიცვალე ბინა, ეხლა უკვე ჯგუფელებთან ერთად ვცხოვრობ, გაცილებით დიდ ოთახში, გაცილებით ძვირ ფასად :)) ჭურჭლის რეცხვის პრობლემა აქაცაა, მაგრამ 3 გოგო ვართ და 2 ბიჭი, და აქედან 2 გოგო ძალიან მონდომებულად ვალადებთ და ვრეცხავთ :)) ასე რომ სახლი სუფთაა ძირითადად. ეხლა Halloween party გვაქვს 31ში და ვემზადებით. უნიში ბოლო წელია და დისერტაციისთვისაც ვემზადები, პლიუს ამას კიდე რამდენიმე თემა გვაქვს დასაწერი და ფილმი გადასაღები. ერთი მეზობელი მყავს, ბიჭი, სულ რაღაც complicated საჭმელებს ამზადებს, და მე მარტო პიურეს რო გავიკეთებ ხოლმე (იმიტო რო მიყვარს) სულ მეუბნება, is that all you’re gonna have?! ნერვებს მიშლის :)) მყავს კურდღელი მეზობლები.

ვერ ავცდი ამ კურდღლებს ვერსად მოკლედ :))

წელს საქართველოშიც ვიყავი ჩასული. სადღაც 3 თვემდე გამომივიდა. ყველაზე საუკეთესო ზაფხული იყო. უკან რო წამოვედი არ მიტირია :)))

ყველაზე მეტად მიჭირს იმ ამბების გადატანა და გაცნობიერება რომლებიც საქართველოში ხდება, ჩემს გარეშე. რამდენიმე გათხოვდა, დაქალს მამა გარდაეცვალა ….. ვერც ერთზე ვერ ვიყავი იქ …

 

Advertisements
 
Leave a comment

Posted by on October 29, 2013 in Uncategorized

 

საქართველოში 13.07.11 – 07.09.11

ადრე მქონდა საოცარი ემოცია საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით – რომელიც დღეს აღარ მაქვს! 

ხშირად ვფიქრობ რო ისევ ჯობია ინგლისში ყოფნა, რადგან იქ ჩემი საქმე მაქვს, ჩემი პრობლემები, ჩემი ოთახი, ჩემი სივრცე.

აქ ჩამოვდიოდი იმ სიხარულით რო ერთი წლის უნახავ ხალხს ვნახავდი, ჩავეხუტებოდი, მოვისიყვარულებდი და ასე შემდეგ და მერე უკან წავიდოდი ტირილით … სადღაც 4 წლის განმავლობაში წასვლის დღეს აეროპორტში მოვთქვამდი ცხარე ცრემლებით … შარშან მგონი ცალ ფეხზე მეკიდა 😐 ჩამოსვლის დროს მიხაროდა უზომოდ – წელს სულერთი იყო …

I BLAME INTERNET !!!!!!!!!

ინტერნეტში ყველას ვნახულობ ვისი ნახვაც მინდა; ყველას ველაპარაკები ვისთან ლაპარაკიც მსიამოვნებს. მაქვს ყოველდღიური კონტაქტი SKYPE-ის და FACEBOOK-ის მეშვეობით.                        

ჩამოვედი და ვზივარ სახლში ამ გაუსაძლის სიცხეში, თან კიდე არავის ჩემთვის არ ცალია, ყველა მუშაობს და დაკავებულია საქმეებით ……………………………………. რას ჩამოვდიოდი საერთოდ, ტელეფონზე ლაპარაკს იქედანაც კარგად ვახერხებდი !!!!!

გაბრაზული ვარ =))))

მთელი დღე სახში ვზივარ და საღამოს 9 კაცის ერთდროულად ნახვა მიწევს ხოლმე :))) ესაა სამართალი?! მერე სახლში გვიან რო მოვდივარ მიჭედავენ =))))

ისე, ის კი კაია რო თბილისი პატარაა, იმდენი ხალხი ვნახე დაუგეგმავად რო რავიცი … გუშინ მაგალითად 10 წელზე მეტი ხნის უნახავი მეგობარი ვნახე სულ შემთხვევით, და გამიხარდა ძალიან ❤

თან ეს ტრანსპორტიც გაძვირდა =)))))) რაიყოთ ხალხო, რა ხამობაა :))) გავიდეთ, მიტინგი მოვაწყოთ, იქნება რამე ეშველოს :))  

თემას გადავუხვიე, და მე მაინტერესებს ჩამოსვლას რა აზრი ქონდა ! 🙂

სხვა დროს რამე დადებით პოსტს დავწერ ალბათ :)))                                                                                                          

 
2 Comments

Posted by on July 29, 2011 in Uncategorized

 

Mr Simms

ოქსფორდში ვიყავი წასული ამ შაბათ-კვირას, ჰოდა გავედით გარეთ ცუდ ამინდში, ნუ მერე ცოტა მოთბასავით .. მაგრამ მაინც ნაცრისფერი დღე იყო, მეგობარი ვნახეთ, იმდენი ვილაპარაკეთ ყბები დაგვეღალა .. ხოდა დაღლილ დაქანცულ ნაჭამები სახლისკენ მოვდივართ და ნატა მეუბნება, ეხლა ისეთ მაღაზიაში შეგიყვან რო გაგიჟდებიო. კაი მეთქი, ალბათ ‘შმოტკების’ მაღაზიაში შევალთ თქო გავიფიქრე .. მაგრამ ჰოი საოცრებავ …..

შევდივართ დაგრუზულები მაღაზიაში და არის ტკბილეული დამათრობელი სურნელი… გავიხედე მარცხნივ, თაროებზე ძალიან ძალიან ძალიან ბევრი ტკბილეულს ვხედავ, თვალები მიფართოვდება ნელ-ნელა .. 

…  გავიხედე მარჯვნივ – იგივე სიტუაციაა .. და პირდაპირაც დახლი დგას კამფეტები ვიტრინაში და ნერწყვი მოგვადგა პირზე …. აუ და კიდე ისეთი ტკბილი მუსიკაა ჩართული რო თავი მულტფილმის გმირი გეგონება … მოკლედ ყურებამზე გაღიმებული სახეებით მივადექით თაროებს და ჯერ შევისწავლეთ რა ტკბილეულობები იყო შემდეგ ავირჩიეთ რომლები გვინდოდა და ბოლოს დახლისკენ გავეშურეთ … შევიძინეთ რაც ყველაზე მეტად მოგვეწონა, და რისი გასინჯვაც გვინდოდა და როგორც იქნა გამოვაღწიეთ მაღაზიიდან  ბედნიერი და გაღიმებული სახეებით …

ძააააალიან მაგარი ადგილია, როგორი დაგრუზულიც არ უნდა იყო ხასიათზე მოგიყვანს ……

ეს ვებსაიტი დავაგდე მარა არ ვიცი საქართველოში გამოწერა შეიძლება თუ არა :)))) ლოლ

http://www.mrsimmsoldesweetshoppe-falmouth.co.uk/shopmain/

 
6 Comments

Posted by on May 17, 2011 in Uncategorized

 

პარკში

ინგლისში არის ძალიან ბევრი პარკი.  მოკლედ სადაც არ უნდა გაიხედოთ ყველგან სიმწვანეა, ბალაზი, ხეები, ტბები სადაც იხვები ვყინთაობენ,  ყვავილები, ფოთლები … სულ ყველაფრის ერთად ნახვა კიდე პარკებშია შესაძლებელი .. ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ საქართველოს ყველაზე ლამაზი ბუნება აქვს, ან კიდე მოვლილი, ან ბუნებრივად აღმოცენებული … ქართველებმა არაფრის მოვლა არ ვიცით, რაც გვაქვს იმასაც ვანადგურებთ, მოკლედ ველურები ვართ !!!

აღვშფოთდი პირდაპირ. სანაგვე რო ცხვირწინ დაუდო ნაგავს მაინც ძირს ყრიან :((

… დღეს მე და ჩემი მეგობარი წავედით პარკში. ძალიან ცხელი და მზიანი ამინდი იყო და ყველაფერი ლამაზად ჩანდა. აყვავებული ხეები, სუფთა ტბა იხვები წყალში ყვინთაობდნენ და ერთმანეთს აყვინთავებდნენ .. მცენარეები, ყვავილების სურნელი, სკამები სადაც ჩამოჯდომა შეიძლებოდა და სიწყნარით და სილამაზით დატკბობა .. ჩვენი იქ ყოფნის დროს რამდენიმე ადამიანი გადაგვეყარა, ზოგი ძუნძულებდა, ზოგი ძაღლს აძუნძულებდა ..

მოკლედ მე და მარიამმა ბევრი სურათი გადავიღეთ, ბევრი ვიცინეთ და იხვებს დავცინეთ ბევრი კიდე :))))

მერე წავედით სახლში, სურათები შევყარეთ ლაპტოპში და ბევრი ვიცინეთ სახეებზე და პოზებზე :)))

P.S. it is called Laptop (ლაპტოპ) for a reason: Lap (კალთა) იკითხება როგორც ‘ლაპ’ და არა ‘ლეპ’. ეს ყველა იმ ქართველისთვის რომელიცლეპტოპს გამოთქვამს .. ანუ მთელი საქართველოსთვის :))))

 
2 Comments

Posted by on April 20, 2011 in Uncategorized

 

Trip To Wales

უელსი არის ქვეყანა რომელიც გაერთიანებულ სამეფოზეა მიბმული. მოკლედ კლასელებმა გადავწყვიტეთ კვირას წავსულიყავით რამდენიმე დღით უელსში, ოკეანის სანაპიროზე. წავედით 4ნი, დილით გავედით 8ზე და 11ისკენ ჩავედით. მერე დავიკარგეთ, და უელსელებს ვეკითხებოდით და იმათი საუბრის კილოს ვაკვირდებოდით და მერე ვიცინოდით.

კვირას ძალიან მზიანი და ლამაზი ამინდი იყო, ტურისტები და იქაური მოსახლეები ოკეანის სანაპიროზე იყნვენ გამოფენინლი. იმ მინდორზე სადაც ჩვენ უნდა გავჩერებულიყავით ყველას 5-6 კაციანი კარვები ქონდა ჩვენს გარდა. კარავს 4 კაციანი ერქვა მარა ნამდვილად არ იყო 4 კაცისთვის..ღამე ძლივს დავეტიეთ…მოკლედ რო ცავედით, ააწყეს კარავი ბავშვებმა, მე სურათებს ვიღებდი :)))

კარვის აწყობის შემდეგ გადავწყვიტეთ სანაპიროზე გაგვევლო. ყველაზე ცუდი ის იყო რომ ზუსტად არ ვიცოდით რანაირი ადგილი იქნებოდა ასე რომ შორტები და ‘კუპალნიკები’ არ წაგვიღია … გავედით სანაპიროზე და აი, ულამაზესი ადგილი იყო, სუფთა წყალი, ქვიშიანი სანაპირო, წყალში ჩასვლას რო მოგანდომებდა..ფილმებში როა ისეთი სიტუაცია იყო ზუსტად..ხოდა ცდუნებას ვერ გავუძელით და გავილუმპეთ.. :)))

წველემდა ნაყინიც მივირთვით, ცოტა სურათებიც გადავიღეთ, დავუბრუნდით კარავს, შხაპი მივიღეთ, გამოვიცვალეთ და საჭმელად წავედით.

მერე ისევ კარავში დავბრუნდით, და მზეზე დავეყარეთ.                                                                                                               

რომ მოსაღამოვდა, მაგაზიაში გავედით, ცოტა სასმელი ვიყიდეთ, კავავის წინ მოვკალათდით და დავლიეთ, და მერე ოკეანის სანაპიროზე გავისეირნეთ ისევ.

ღამო ჩაჭეჭყილებს გვეძინა, დილით წვიმის ხმამ გაგვაღვიძა. მერე საერთოდ კარავში ჩამოგვივიდა წვიმა და ყველაფერი დაგვისველა. ამიტომ გადავწყვიტეთ გვეჭამა რამე და დავბრუნებულიყავით ინგლისში.

 

The End …

 

 

 
Leave a comment

Posted by on April 12, 2011 in Uncategorized

 

26.03.11

ეხლა ვფიქრობდი რაზე დავწერო და გუშინდელი ღამე გამახსენდა და მაგაზე დავწერ.

გუშინ საღამოს ვზივარ სახლში, ჩემს წითელ ოთახში, ჩემს წითელ ლა(ე)პტოპთან. მირეკავს ჯგუფელი და მეუბნება, სახლში მარტო ვარ, გამოდი და ჩემთან დარჩიო. საერთოდ მოულოდნელი შემოთავაზებები არ მომწონს, იმიტო რო ან ვთანხმდები და მერე ვნანობ ან პირქით. ჰოდა, მშობლებს ვკითხავ და გადმოგირეკავ მეთქი. ნუ, დედაჩემმა იფიქრა იფიქრა იფიქრა და დამღალა ამდენი ფიქრით, მერე ვუთხარი ან კი მითხარი ან არა თქო და შენ თუ ძალიან გინდა წასვლა წადიო, და ისე რავიცი მაინც რა გინდაო, სახლში იყავი არ ჯობიაოოოო?? მოკლედ მამაჩემის განაჩენის მოლოდინში სულ დამაწყდა ნერვები. პასუხი მაინც ვერ გავიგე ნორმალური და ამიტომ მე დავეხმარე ორივეს გადაწყვეტილების მიღებაში და ვთქვი რო ‘ძალიან მინდოდა წასვლა და წავალ გავემზადები თქო’.

ამოვედი ოთახში, მეგობარს ველაპარაკებოდი სკაიპში და არ წახვიდეო, რა გინდაო იქო, რა უნდა გააკეთოო, სახში იყავიო. მერე უფრო ახლო ადამიანს ვუთხარი და ის სულ გამებუსხა რო გაიგო რო მივდიოდი. ნუ დავიგრუზე და ჯგუფელს მივწერე ‘რო არ წამოვიდე ხოარ გეწყინება თქო’, იმან კიდე თავი გაიგიჟა, გეხვეწები წამოდიო, (მეორე ჯგუფელიც მოდიოდა და) მარტო რა ვაკეთოთ მე და იმანო. ნუ, კაი მეთქი – წამოვალ.

გავემზადე, მომაკითხეს და წავედით. უკან მოვიტოვე განაწყენებული მეგობრები და მშობლები :)))

მივედით დანიშნულების ადგილზე, ჩავრთეთეთ მუსიკები, ვიკარაოკეთ, დავლიეთ, მერე ერთი მეგობარი სახლი მივაცილეთ და წამოვედით სამნი უკან. კიდე გავაგრძელეთ სმა და სადღაც 6ისკენ მე წავედი დასაძინებლად. ჩემი დაწოლა იყო და ერთ-ერთი ჯგუფელი ცუდათ გახდა, გული აერია (სხვადასხვა სასმელის ერთმანეთში არევამ ასე იცის:)) ) მოკლედ საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე ისეთ გათიშულს მეძინა.

დილით გავიგე რომ 7საათამდე ერთი ჯგუფელი გადაყუდებული იყო მეორე შუბლს უჭერდა :)) კი წავიწუწუნე რატო არ გამაღვიძეთ, მოგეხმარებოდით შუბლის დაჭერაში თქო .. (ეს ისე, ზრდილობისთვის)

ნუ სადღაც 4ისკენ სახლში მომიყვანეს და ეგ იყო და ეგ. კარგი დრო გავატარეთ, ბევრი ვიჭორავეთ ყველაფერზე. უაზრო მესიჯები გაიგზავნა ჩემი ტელეფონიდან უამრავი მიმართულებით, და ყველაფერმა ფაქტიურად ნორმალურად ჩაიარა.

ეს ეხლა იმიტო დავწერე რატომღაც ქართველების რეაქციაზე მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება. პანიკები არ აწეულა მაგრამ დედაჩემს სახე ჩამოსტიროდა სახლიდან რო გამოვედი :)) არა ნუ დედაჩემი კიდე ხო, მარა ახალგაზრდა მოქალაქეები რატო აღელდნენ არ ვიცი :))

P.S. ქეთო, თუ წაიკითხავ ამ თემას, ის გაიხსენე მაშინ შანკევანში თამარას რო უჭერდი შუბლს, მე რო მეძინა უკვე. მერე ოთახში გამხეცებული რო შემოვარდა შიშველი ალქაჯი და მე თვალები რომ გამიდიდდა გაოცებისგან :))) ისე რა კაი სანახავია ახალ გაღვიძებულზე შიშველი დაქალის ყურება :))))) მე გამახსენდა დღეს და ბევრი ვიცინე :))))

უი ხო მართლა, საათი გადაიწია და უკე 3 საათით ჩამოგრჩებით  😀

xxx

 

 
2 Comments

Posted by on March 27, 2011 in Uncategorized

 

25.03.11

გუშინ ჩემი ჯგუფელმა სისულელე ჩაიდინა (ბოლოს ავხსნი რატომ იყო სისულელე). გაკვეთილზე ხმამაღლა განაცხადა ახალი მაღაზია გაიხსნა ქალაქშიო და CV უნდა მივიტანოო. ჰოდა მე და ჩემს მეორე ჯგუფელს მოგვეწონა იდეა, ჩვენც ამოვაპრინტერეთ ჩვენ-ჩვენი CV და გადავწყვიტეთ ერთად ჩაგვებარებინა. მოკლედ კოლეჯის შემდეგ სამის მაგივრად ორნი მივედით მაღაზიაში(მესამემ ვერ მოახერხა წამოსვლა)CV-ს ჩასაბარებლად. ჩემი CV რომ გადავეცი მაღაზიის მფლობელს რატომღაც რაღაცნაირი თვალით შემომხედა და მე გამეღიმა. მოკლედ, დღეს მაღაზიიდან მე დამირეკეს და ჩემს ორ ჯგუფელს არა. არადა ჩემს CV-ში ისეთი არაფერი ‘წერებულა’ რაც დანარჩენ ორიში არ ეწერა.
მოკლედ ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი, ჩემს ჯგუფელს გადავურეკე და მითხრა უნდა მიხვიდე ინტერვიუზე აბა რა უნდა ქნაო, თან ხუმრობით მოაყოლა ‘ჩემი სამსახური შენ დამაწერეო ფაქტიურადო’ .. ბოლოს-და-ბოლოს მაგისი იდეა იყო CV-ს ჩაბარება .. :((
ჰოდა, მაგიტომ ჩაიდინა სისულელე, მე რო მითხრა სამსახურის თაობაზე :)))
ჯერ კი არ ვიცი ამიყვანენ თუ არა მაგრამ მაინც რაღაცნაირად გამიტყდა მე რო დამირეკეს და იმას არა.

ჰო, ეხლა კიდევ მეორე ისტორია. პარასკევს დილით, კოლეჯში მივდიოდი ავტობუსით, ერთ გაჩერებაზე ორი სკოლის მოსწავლე ჩავიდა, და იმის მაგივრად რო შუქნიშანთან გადასულიყვნენ, ავტობუსს გადაურბინეს წინ. თურმე უკნიდან მოტოციკლეტი წამოსულა, რო ავტობუსისთვის გაესწრო (გაჩერებული იყო ავტობუსი) და ვერ დაინახა ეს ბავშვები რო გამოიქცნენ გზაზე. მოკლედ ერთმა ბავშვმა კი გადაასწრო, მაგრამ მეორეს დაეჯახა.
ბავშვი ასფალტზე ეგდო გაუნძრევლად, ავტობუსის მძღოლმა სასწრაფოში დარეკა და პოლიციაც ავტომატურად მოვიდა. ყველაფერი ძალიან მობილიზებულად მოხდა, რამდენიმე ადამიანმა მანქანა გააჩერა და ბავშვთან მივიდნენ, მოტოციკლისტი გაგიჟდა კინაღამ, მე კალკალი ამივარდა … მოკლედ მოვიდა პოლიცია, სასწრაფო. ბავშვი მემგონი გადარჩა. მოტოციკლეტისტს რა დაემართა არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად არ ყოფილა მისი ბრალი, ბავშვების დაუდევრობამ გამოიწვია ყველაფერი.
მეგობარი ერკვევა აქაურ კანონებში და მითხრა მაქსიმუმ პატარა შტრაფი აკიდონ, მეტი არაფერიო, თუ რაღათქმაუნდა ნასვამ მდგომარეობაში არ იყო ან თუ ძალიან სწრაფად არ მოძრაობდაო..

 
4 Comments

Posted by on March 26, 2011 in Uncategorized