RSS

Monthly Archives: March 2011

26.03.11

ეხლა ვფიქრობდი რაზე დავწერო და გუშინდელი ღამე გამახსენდა და მაგაზე დავწერ.

გუშინ საღამოს ვზივარ სახლში, ჩემს წითელ ოთახში, ჩემს წითელ ლა(ე)პტოპთან. მირეკავს ჯგუფელი და მეუბნება, სახლში მარტო ვარ, გამოდი და ჩემთან დარჩიო. საერთოდ მოულოდნელი შემოთავაზებები არ მომწონს, იმიტო რო ან ვთანხმდები და მერე ვნანობ ან პირქით. ჰოდა, მშობლებს ვკითხავ და გადმოგირეკავ მეთქი. ნუ, დედაჩემმა იფიქრა იფიქრა იფიქრა და დამღალა ამდენი ფიქრით, მერე ვუთხარი ან კი მითხარი ან არა თქო და შენ თუ ძალიან გინდა წასვლა წადიო, და ისე რავიცი მაინც რა გინდაო, სახლში იყავი არ ჯობიაოოოო?? მოკლედ მამაჩემის განაჩენის მოლოდინში სულ დამაწყდა ნერვები. პასუხი მაინც ვერ გავიგე ნორმალური და ამიტომ მე დავეხმარე ორივეს გადაწყვეტილების მიღებაში და ვთქვი რო ‘ძალიან მინდოდა წასვლა და წავალ გავემზადები თქო’.

ამოვედი ოთახში, მეგობარს ველაპარაკებოდი სკაიპში და არ წახვიდეო, რა გინდაო იქო, რა უნდა გააკეთოო, სახში იყავიო. მერე უფრო ახლო ადამიანს ვუთხარი და ის სულ გამებუსხა რო გაიგო რო მივდიოდი. ნუ დავიგრუზე და ჯგუფელს მივწერე ‘რო არ წამოვიდე ხოარ გეწყინება თქო’, იმან კიდე თავი გაიგიჟა, გეხვეწები წამოდიო, (მეორე ჯგუფელიც მოდიოდა და) მარტო რა ვაკეთოთ მე და იმანო. ნუ, კაი მეთქი – წამოვალ.

გავემზადე, მომაკითხეს და წავედით. უკან მოვიტოვე განაწყენებული მეგობრები და მშობლები :)))

მივედით დანიშნულების ადგილზე, ჩავრთეთეთ მუსიკები, ვიკარაოკეთ, დავლიეთ, მერე ერთი მეგობარი სახლი მივაცილეთ და წამოვედით სამნი უკან. კიდე გავაგრძელეთ სმა და სადღაც 6ისკენ მე წავედი დასაძინებლად. ჩემი დაწოლა იყო და ერთ-ერთი ჯგუფელი ცუდათ გახდა, გული აერია (სხვადასხვა სასმელის ერთმანეთში არევამ ასე იცის:)) ) მოკლედ საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე ისეთ გათიშულს მეძინა.

დილით გავიგე რომ 7საათამდე ერთი ჯგუფელი გადაყუდებული იყო მეორე შუბლს უჭერდა :)) კი წავიწუწუნე რატო არ გამაღვიძეთ, მოგეხმარებოდით შუბლის დაჭერაში თქო .. (ეს ისე, ზრდილობისთვის)

ნუ სადღაც 4ისკენ სახლში მომიყვანეს და ეგ იყო და ეგ. კარგი დრო გავატარეთ, ბევრი ვიჭორავეთ ყველაფერზე. უაზრო მესიჯები გაიგზავნა ჩემი ტელეფონიდან უამრავი მიმართულებით, და ყველაფერმა ფაქტიურად ნორმალურად ჩაიარა.

ეს ეხლა იმიტო დავწერე რატომღაც ქართველების რეაქციაზე მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება. პანიკები არ აწეულა მაგრამ დედაჩემს სახე ჩამოსტიროდა სახლიდან რო გამოვედი :)) არა ნუ დედაჩემი კიდე ხო, მარა ახალგაზრდა მოქალაქეები რატო აღელდნენ არ ვიცი :))

P.S. ქეთო, თუ წაიკითხავ ამ თემას, ის გაიხსენე მაშინ შანკევანში თამარას რო უჭერდი შუბლს, მე რო მეძინა უკვე. მერე ოთახში გამხეცებული რო შემოვარდა შიშველი ალქაჯი და მე თვალები რომ გამიდიდდა გაოცებისგან :))) ისე რა კაი სანახავია ახალ გაღვიძებულზე შიშველი დაქალის ყურება :))))) მე გამახსენდა დღეს და ბევრი ვიცინე :))))

უი ხო მართლა, საათი გადაიწია და უკე 3 საათით ჩამოგრჩებით  😀

xxx

 

 
2 Comments

Posted by on March 27, 2011 in Uncategorized

 

25.03.11

გუშინ ჩემი ჯგუფელმა სისულელე ჩაიდინა (ბოლოს ავხსნი რატომ იყო სისულელე). გაკვეთილზე ხმამაღლა განაცხადა ახალი მაღაზია გაიხსნა ქალაქშიო და CV უნდა მივიტანოო. ჰოდა მე და ჩემს მეორე ჯგუფელს მოგვეწონა იდეა, ჩვენც ამოვაპრინტერეთ ჩვენ-ჩვენი CV და გადავწყვიტეთ ერთად ჩაგვებარებინა. მოკლედ კოლეჯის შემდეგ სამის მაგივრად ორნი მივედით მაღაზიაში(მესამემ ვერ მოახერხა წამოსვლა)CV-ს ჩასაბარებლად. ჩემი CV რომ გადავეცი მაღაზიის მფლობელს რატომღაც რაღაცნაირი თვალით შემომხედა და მე გამეღიმა. მოკლედ, დღეს მაღაზიიდან მე დამირეკეს და ჩემს ორ ჯგუფელს არა. არადა ჩემს CV-ში ისეთი არაფერი ‘წერებულა’ რაც დანარჩენ ორიში არ ეწერა.
მოკლედ ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი, ჩემს ჯგუფელს გადავურეკე და მითხრა უნდა მიხვიდე ინტერვიუზე აბა რა უნდა ქნაო, თან ხუმრობით მოაყოლა ‘ჩემი სამსახური შენ დამაწერეო ფაქტიურადო’ .. ბოლოს-და-ბოლოს მაგისი იდეა იყო CV-ს ჩაბარება .. :((
ჰოდა, მაგიტომ ჩაიდინა სისულელე, მე რო მითხრა სამსახურის თაობაზე :)))
ჯერ კი არ ვიცი ამიყვანენ თუ არა მაგრამ მაინც რაღაცნაირად გამიტყდა მე რო დამირეკეს და იმას არა.

ჰო, ეხლა კიდევ მეორე ისტორია. პარასკევს დილით, კოლეჯში მივდიოდი ავტობუსით, ერთ გაჩერებაზე ორი სკოლის მოსწავლე ჩავიდა, და იმის მაგივრად რო შუქნიშანთან გადასულიყვნენ, ავტობუსს გადაურბინეს წინ. თურმე უკნიდან მოტოციკლეტი წამოსულა, რო ავტობუსისთვის გაესწრო (გაჩერებული იყო ავტობუსი) და ვერ დაინახა ეს ბავშვები რო გამოიქცნენ გზაზე. მოკლედ ერთმა ბავშვმა კი გადაასწრო, მაგრამ მეორეს დაეჯახა.
ბავშვი ასფალტზე ეგდო გაუნძრევლად, ავტობუსის მძღოლმა სასწრაფოში დარეკა და პოლიციაც ავტომატურად მოვიდა. ყველაფერი ძალიან მობილიზებულად მოხდა, რამდენიმე ადამიანმა მანქანა გააჩერა და ბავშვთან მივიდნენ, მოტოციკლისტი გაგიჟდა კინაღამ, მე კალკალი ამივარდა … მოკლედ მოვიდა პოლიცია, სასწრაფო. ბავშვი მემგონი გადარჩა. მოტოციკლეტისტს რა დაემართა არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად არ ყოფილა მისი ბრალი, ბავშვების დაუდევრობამ გამოიწვია ყველაფერი.
მეგობარი ერკვევა აქაურ კანონებში და მითხრა მაქსიმუმ პატარა შტრაფი აკიდონ, მეტი არაფერიო, თუ რაღათქმაუნდა ნასვამ მდგომარეობაში არ იყო ან თუ ძალიან სწრაფად არ მოძრაობდაო..

 
4 Comments

Posted by on March 26, 2011 in Uncategorized

 

UK (United Kingdom)

… ქართულად გაერთიანებული სამეფო, კუნძული რომელზეც უკვე მეექვსე წელია დავაბიჯებ. და თან მეშინია, არ ჩაიძიროს და მეც თან არ ჩამიყოლოს. სათავეში დედოფალია, მაგრამ ქვეყანას პარლამენტი მართავს. დედოფალი რომლის ფუნქციას თადავ ინგლისელები ვერ გებულობენ. ბირმინგჰემია (Birmingham) ქალაქი რომელშიც მე ვცხოვრობ, კერძოდ კი დადლი (Dudley). იგივე მანძილია ბირმინგჰემიდან დადლიმდე როგორც თბილისდან და მცხეთამდე (ნუ, ცოტა ნაკლები).


ზაფხულობით მაქვს იმისი ‘ბედნიერება’ რომ საქართველოში ჩამოვიდე, მაგრამ როგორც კი მიჩვევას დავიწყებ, მალევე მიწევს უკან წამოსვლა. სექტემბერში სწავლა იწყება და ..
ვსწავლობ კოლეჯში, ბიზნესის ფაკულტეტზე, ვიმედოვნებ რომ სექტემბრიდან უნივერსიტეტში ვისწავლი, კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე.
ყველას გონია რომ უცხოეთში ცხოვრება ‘ძალიან მაგარია’ პირდაპირ სამოთხეა ედემის ბაღით გარშემორტყმული – მაგრამ სადაც არ უნცა ცხოვრობდე სირთულეები ყველგან დაგხვდება, ხან რა არ მოგეწონება ხან რა .. Nothing’s Perfect .. უბრალოდ, აქ უფრო თავისუფალი ცხოვრებაა და მე ეს მიზიდავს. აქ არ გიყურებენ რა გაცვია, როგორ გამოიყურები, რას ჭამ, რას ეწევი…ყველა თავისთვის ცხოვრობს ისე რომ შეწუხება მოგერიდება :))
უბრალოდ ძალიან ბევრი უაზრო კანონები აქვთ:
One may not drive a cow while drunk.
The eating of Mince pies on Christmas day is illegal.
Suicide is a capital crime.
It is illegal to either shave, work or to mow your lawn on a Sunday.
Put Stamps properly.
In the UK, a pregnant woman can legally relieve herself anywhere she wants – even, if she so requests, in a policeman’s helmet.
Dying is illegal in the Houses of Parliaments.
მოკლედ ძალიან ბევრია კიდევ ასეთი სასაცილო და უაზრო კანონი ამ ქვეყანაში …

 
3 Comments

Posted by on March 8, 2011 in Uncategorized

 

Tags: , ,